ბოკერია: ელჩი ბაქრაძე ​უტიფარი და ბრიყვია

region
ავტ.: region ნოემბერი 19, 2020 18:00

ბოკერია: ელჩი ბაქრაძე ​უტიფარი და ბრიყვია

“ბატონი ბაქრაძე ისეთი უტიფარი და ბრიყვია, რომ ასეთ სისულელეს ამბობს და საკუთარ თავს არ სცემს პატივს”, – ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აშშ-ში საქართველოს ელჩის, დავით ბაქრაძის განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ფილიპ რიკერისა და ოპოზიციის შეხვედრასთან დაკავშირებით.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, შეხვედრა იმის გამო შედგა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს პარტიების წარმომადგენლებთან დამატებითი გასაუბრება სურდათ.

“ამ სისულელეზე სერიოზულ პასუხს არ გაგცემთ. ბატონი ბაქრაძე ისეთი უტიფარი და ბრიყვია, რომ ასეთ სისულელეს ამბობს და საკუთარ თავს არ სცემს პატივს. თვითონ რაც თქვეს ის არის, რომ მათ უნდოდათ დამატებითი გასაუბრება საქართველოში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან, ამისთვის გაკეთდა ეს შეხვედრა”, – განაცხადა ბოკერიამ.

region
ავტ.: region ნოემბერი 19, 2020 18:00