ბოკერია: დოკუმენტის არგასაჯაროებამ, ივანიშვილის პროპაგანდას საშუალება მისცა, რომ შემოეტანა, ჩემი აზრით, არაჯანსაღი ატმოსფერო

ევროპული საქართველოს ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, დღეს, მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის დასრულების შემდეგ გასაჯაროვდება ოპოზიციის შეთავაზება, რომელიც ხელისუფლებას ელჩებთან შეხვედრების დროს წარუდგინეს.

მანვე აღნიშნა, რომ ცნობილი გახდება ქართული ოცნების პასუხიც.

“ჩვენი აზრით, ჩემი აზრით პერსონალურად, ევროპული საქართველოს და ჩვენი პარტნიორების აზრითაც, მედიატორების თხოვნით დოკუმენტის არგასაჯაროებამ, ივანიშვილის პროპაგანდას საშუალება მისცა, რომ შემოეტანა, ჩემი აზრით, არაჯანსაღი ატმოსფერო.

ამიტომ, ძალიან მყარი პოზიციაა, რომ დღეს გასაჯაროვდება ყველა ის წინადადება ოფიციალურად, რაც იყო ოპოზიციის შეთავაზება, რა არის პასუხი “ოცნების”, რაზე თანხმდება ხელისუფლება. ჩემი აზრით, ეს დეტალები იმ კითხვის ნიშნებსაც მოხსნის, რაც აქამდე იყო”. – ამბობს გიგა ბოკერია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია Covid-19-ის მართვის პროცესში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებთან ინტენსიურ შეხვედრებს განაგრძობს
შემდეგი სტატიაახვლედიანი: საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავება იქნება ჟენევაში განხილვის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება