ბოკერია: დემოკრატია დიდ საფრთხეშია დღეს ივანიშვილის რეჟიმის ნაბიჯების გამო

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ მოლაპარაკებების პუნქტებში არის გრძელვადიანი და მოკლევადიანი საკითხები, რომლებიც აუცილებელია სიტუაციის განმუხტვისთვის.

ბოკერიამ ისაუბრა ევროკავშირის მოწოდებებზე დიალოგთან დაკავშირებით და საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ მედიატორთა ჯგუფის შესაძლო შექმნაზე. ბოკერიას თქმით, ეს ნიშნავს, რომ თავისუფალი სამყარო მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიასა და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას.

„ამის განუყოფელი ნაწილია დემოკრატია, რომელიც დიდ საფრთხეშია დღეს ივანიშვილის რეჟიმის ნაბიჯების გამო. აქედან გამომდინარე, მთელი ქვეყნის სუვერენიტეტი არის საფრთხის ქვეშ და ეს ყველა მოწოდება სხვადასხვა ფორმით და სხვადასხვა ინტენსივობით არის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების.

რაც შეეხება პროგნოზებს, მე პროგნოზებს არ გავაკეთებ. ჩვენი ამოცანაა, რომ ამ ყველაფრის შედეგად ჩვენ განვმუხტოთ ვითარება. ამას სჭირდება ხელისუფლების მხრიდან მინიმალური გონივრული ნაბიჯები, რომ დემოკრატიული ოპოზიცია მოწადინებულია, განიმუხტოს ყველაფერი იმ ნაბიჯებით, რაც გაწერილია პუნქტებში, რომელიც მოხაზა პრეზიდენტმა მიშელმა. აქ ყველა საკითხი მნიშვნელოვანია. გამოვყოფდი ამ შემთხვევაში პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, მელიას და წინა შეთანხმებიდან ციხეში ჩატოვებულ რურუას გათავისუფლებას, სვლას ვადამდელი თავისუფალი ნორმალური არჩევნებისკენ.

ყველა ჩვენი კომუნიკაციით ქვეყნის გარეთ, ჩვენ ვცდილობთ, რომ ვაიძულოთ ხელისუფლება იმაზე, რაზეც პრეზიდენტ მიშელის აქ ყოფნისას დათანხმდა პრემიერი ღარიბაშვილი და მერე, სამწუხაროდ, გადათქვა, გაყვეს ამ ყველაზე გონივრულ გზას ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად. ეს გონივრული გზა არის ყველა ამ პუნქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებების სწრაფად გაგრძელება. ამ პუნქტებში არის გრძელვადიანი და მოკლევადიანი საკითხები, რომლებიც აუცილებელია განმუხტვისთვის – ეს არის პოლიტპატიმრების, მელიასა და რურუას გათავისუფლება, ასევე სხვა ვადამდელი თავისუფალი არჩევნებისკენ“, – აცხადებს გიგა ბოკერია.

ამასთან, შეკითხვაზე, ხელისუფლება ხელცარიელი თუ ჩავა ასოცირების საბჭოს სხდომაზე, რა მოხდება, ბოკერიამ განაცხადა: „ეს იქნება ცუდი ქვეყნისთვის და დამღუპველი ამ ხელისუფლებისთვის, პერსონალურად იმ ხალხისთვის, ვინც რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებს“.

banner
წინა სტატიაშიდღეს, 19:00 საათზე, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართება
შემდეგი სტატიანინო ლომჯარია: ფარულ ჩანაწერებთან მიმართებაში არ ჩატარებულა ეფექტური გამოძიება