ბოკერია დეკანოიძის საქმეზე: არჩევნების დროს კრიმინალური ჯგუფები წახალისებულები არიან

“ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ, ხატია დეკანოიძის სახლთან მომხდარ ინციდენტზე ილაპარაკა და თქვა, რომ კრიმინალური მიდრეკლებების მქონე ჯგუფები წინასაარჩევნო და არჩევნების პერიოდში ხელისუფლებისგან წახალისებულები არიან.

“როდესაც წლებია ჩვენ ვხედავთ და ბოლო პერიოდში განსაკუთრებული მასშტაბით და სისასტიკით, რომ ამ ტიპის კრიმინალური, ძალადობრივი მიდრეკილებების ჯგუფები არიან პირდაპირ ექსპლუატაციაში ივანიშვილის რეჟიმის მიერ მოყვანილი – არჩევნების დროს, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, იმის ფასად, რომ შემდეგ ხელს აფარებენ, ან დაუსჯელები კი არ რჩებიან, წახალისებულები არიან ფულითაც, პრივილეგიებითაც, კონტაქტებითაც პოლიციასთან და პოლიტიკურ ფიგურებთან ადგილზე, ჩვენ ხო ეს ყველაფერი დოკუმენტურად ვიცით.

როდესაც ეს ხდება და მერე როცა 5 ივლისის ამბავზე ჯერ იყი პირდაპირი მოწოდება პრაქტიკულად ივანიშვილის რეჟიმისი პრემიერისგან და სხვებისგან, რომ დაუშვით ძალადობა, მორალურად გამართლებულიაო და ახლა ღარიბაშვილმა რა თქვა, ვიღაცამ იჩხუბაო და იქ, ვინც საჭირო იყო დასჯილიაო… ეს ხალხი არ გვიმალავს და წულუკიანიც ამ ბნელეთის მასკარადის გაგრძელებაა”, – თქვა მან.

banner
წინა სტატიაშიდანიაში ორჯერ აცრილებს მესამე დოზა ვაქცინას შესთავაზებენ
შემდეგი სტატიაVTB ბანკის ჭავჭავაძის ფილიალს თავს დაესხნენ