ბოკერია – დაინტერესებულები ვართ, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდეს

“დაინტერესებულები ვართ, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდეს. ბუნებრივია, შეთანხმება ნებისმიერი ვერ იქნება, უნდა იყოს ისეთი, რომელიც ამ კრიზისიდან გამოიყვანს ქვეყანას, უნდა მიყვებოდეს იმ პუნქტებს, რომლებიც შემოხაზა პრეზიდენტმა მიშელმა თავად, ამის შემდეგ უკვე ჩვენ დაველოდებით ამ ყველაფრის შედეგად როგორ წავა პროცესი”- ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია. უკვე მე-5 დღეა, თბილისში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრები იმართება. პარალელურად პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა.

banner
წინა სტატიაშითბილისში 24 მეტრიანი ავტობუსები აღარ იქნება – ცვლილებები სატრანსპორტო სქემაში
შემდეგი სტატიამსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად დაახლოებით 9.1 მილიონამდე ადამიანს უტარდება