ბოკერია: ჩვენი პარტნიორების რეაქცია აბსოლუტურად ბუნებრივია

„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მხარს უჭერენ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, ჩვენი ხალხის არჩევანს და არა რომელიმე მთავრობას, მით უმეტეს ისეთ მთავრობას, რომელიც ჩვენი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს და მინიმალურ პატივს არ სცემს საკუთარ საჯაროდ აღებულ ვალდებულებებს.

ამ ურთულეს ვითარებაში, როდესაც იმის ნაცვლად, რომ ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე გადასადგმელ შემდგომ ნაბიჯებზე იყოს ჩვენს პარტნიორებთან საუბარი, ამ თემებზეა ლაპარაკი. აქედან გამომდინარე, ერთადერთი დასკვნაა, რომ ჩვენ უნდა გვყავდეს სხვა მთავრობა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაში“დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამერიკის მხრიდან მსგავსი განცხადებები არ გაკეთებულა”
შემდეგი სტატიასვეტიცხოველში რუსულენოვანი წირვა აღავლინეს