ბოკერია – ჩვენ გვაქვს ვადამდელი არჩევნების მიღწევის ამოცანა, რომლის ნაწილიც არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია, ჟურნალისტის კითხვას, უნდა მიიღოს თუ არა ბოიკოტის რეჟიმში მყოფმა ოპოზიციურმა სპექტრმა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, პასუხობს, რომ ამ ეტაპზე ეს ოპოზიციაზე წნეხისთვის მოგონილია კამპანიაა. მისივე თქმით, ახლა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე საუბარი გაფორმებაა, რომ მოლაპარაკებების გზით ვერ იქნა მიღწეული ვერც ვადამდელი არჩევნები, ვერც პლებისციტი და ვერც ოპოზიციის სხვა მოთხოვნები.

“თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე საუბარი არის მოგონილი კამპანია ოპოზიცურ პოლიტიკურ სპექტრზე წნეხისთვის. ეს არის გაფორმება, რომ უკვე წააგეთ – არაფერი არ მოხდა, ვადამდელი არჩევნები არ ჩატარდა, ვერც პლებისციტს ვერ მიაღწიეთ, ვერც ვერაფერს, ახლა რას ვშვებით?

ამ კითხვას სვამდნენ ადამიანები, რომლებიც ზოგი გულწრფელად შემცდარი იყო, ზოგი ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდაში მონაწილეობდა, როგორც ელისაშვილი. და ეს არის სწორედ დემორალიზების მცდელობა, ჩვენ გვაქვს ვადამდელი საპარალამენტო არჩევნების მიღწევის ამოცანა, ნორმალურის, რომლის ნაწილიც არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა”. – თქვა გიგა ბოკერიამ ფორმულას ეთერში.

ბოკერიას თქმით, ამ პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან ამ თემაზე ახალა საუბარი ზოგ შემთხვევაში ჰგავს გულწრფელ სიბრიყვეს, ზოგ შემთხვევაში კი დაკვეთას.

“ტაქტიკურად როგორ ვიმოქმედებთ თვითმმართველობის არჩევნებამდე, ეს თუ ვერ მოხერხდა, ამაზე ვიმსჯელებთ თვითმმართველობის არჩევნებამდე. ახლა ლაპარაკის დაწყება, აი, ხომ წააგეთ უკვე და ახლა რას იზამთ და რატომ ხართ არათანმიმდევრულები, ძალიან ჰგავს ზოგ შემთხვევაში გულწრფელ სიბრიყვეს, ზოგ შემთხვევაში უბრალოდ დაკვეთას”. – თქვა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი – გარკვეული ხნით რეალური და ვირტუალური საჯარო სივრციდან დისტანცირება მიწევს, საგანგაშო არაფერია