ბოკერია: ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, ჩვენ გვაქვს ამოცანა, ქვეყანას კრიზისიდან გამოსვლა სჭირდება

„ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, ჩვენ გვაქვს ამოცანა, ქვეყანას კრიზისიდან გამოსვლა სჭირდება“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა , გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკებების მაგიდაზე არსებული ექვსივე პუნქტი მნიშვნელოვანია.

„ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, რა გზებით გაათავისუფლებს ხელისუფლება ნიკა მელიას, რა გზა იქნება ეს X-ით თუ Y-ით , მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენი პოზიცია წერილში დეტალურად არის მოცემული, რომელიც გამოქვეყნდა. ყველა პუნქტზე, რომელიც ჩვენი აზრით მნიშვნელოვანია, ჩვენი აზრი განმარტებულია. ამის შემდეგ არაფერი შეცვლილა არც სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით და არც ერთ სხვა საკითხზე. არ მიმაჩნია მართებულად იმ პოზიციიდან გადახვევა, რომელიც წერილშია მითითებული. ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, ჩვენ გვაქვს ამოცანა, ქვეყანას კრიზისიდან გამოსვლა სჭირდება და ამას სჭირდება იმ საკითხების მოგვარება, რომელიც არის პრეზიდენტ მიშელის მოხაზულ დოკუმენტში და იმ ფორმით, რა ფორმითაც წერილში გვაქვს მოცემული“,-განაცხადა ბოკერიამ.

ბოკერიას შეფასებით, ხელისუფლების რიტორიკა, რომ ვადამდელი არჩევნების საკითხი არ განიხილება, მოლაპარაკებებში ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა.

„ამ ადამიანების უპრინციპობას ერთი დადებითი ეფექტი აქვს, მათ სიტყვას არც ცუდს და არც კარგს, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, თავისუფლად შეიძლება ხვალ გადათქვან და პირიქით“, – განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიადვოკატი: ვინმე ბესიკ ბოგველმა გამოთქვა მზადყოფნა ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 000 ლარი გადაიხადოს
შემდეგი სტატიახაზარაძე: ამ ქვეყნის გამოსავალი და გადატვირთვა არის ვადამდელ არჩევნებში