ბოკერია: ათმაგად ვსაჭიროებთ ზეინტენსიურ კომუნიკაციას ხალხთან

“ჩვენ ათმაგად ვსაჭიროებთ არამარტო წინასაარჩევნო 1-2 თვის განმავლობაში, არამედ მთელი პოლიტიკური ციკლის განმავლობაში ზეინტენსიურ კომუნიკაციას მოქალაქეებთან”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ “მთავარ არხთან” ინტერვიუში განაცხადა.

“ევროპული საქართველო” ძალიან ხშირად ცილისწამების ნიაღვრისა და ამ შავრაზმული იარლიყების მსხვერპლია. ამიტომ, ჩვენ ათმაგად ვსაჭიროებთ არამარტო წინასაარჩევნო 1-2 თვის განმავლობაში, არამედ მთელი პოლიტიკური ციკლის განმავლობაში ზეინტენსიურ კომუნიკაციას მოქალაქეებთან, როგორც სოციალური ქსელების, ასევე ფიზიკური კონტაქტის მეშვეობით, რომ ყველა ადამიანამდე ამ ნიაღვარის ფონზე, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან მოდის და რა ცდუნებებსაც ზოგჯერ პოლიტიკური ოპონენტებიც ვერ უძლებენ, დავუპირისპიროთ საღი აზრი და მეტი ინფორმაცია”, – აცხადებს ბოკერია.

banner
წინა სტატიაშიკახეთში მამაკაცის ცხედარი საკუთარ სახლში იპოვეს
შემდეგი სტატიამამუკა გამყრელიძე: „ჩავიკეტეთ ჭორვილაში”, – ეს ვერ უშველის სახელმწიფოს!“