ბოკერია – არჩევნებზე მისვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის ისტორიული შანსი და ვალდებულებაა

არჩევნებზე მისვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის ისტორიული შანსი და ვალდებულებაა, რომ პოლიტიკური არეულობა დასრულდეს და საქართველო თავისუფალ ერთა ოჯახში დაბრუნდეს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

„ საფრთხე, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის იმ ზღვარს მიაღწია, როცა თითოეული დღე ამ ხელისუფლების ძალაუფლების შენარჩუნებისა უდიდეს ხიფათს უქმნის თაობების მომავალს. არა იმას, დღეს როგორ ვიქნებით მხოლოდ, არამედ იმას, თუ რა შანსი ექნება ჩვენს შემდეგ თაობებს, რომ ნორმალურ, თავისუფალ ქვეყანაში ვიცხოვროთ ყველამ ერთად, ჩვენმა შვილებმა, ჩვენმა ქვეყანამ. ამიტომ ვისაც შეუძლია არჩევნებზე მისვლა და ხმის მიცემა, ყველას, ჩვენი ისტორიული შანსი და ვალდებულებაა, რომ ამ პოლიტიკურ უბედურებას, წერტილი დავუსვათ და შევასრულოთ ისტორიული მისია, თავისუფალ ერთა ოჯახში საქართველოს დაბრუნებით. ისეთი ქვეყნის აშენებით, სადაც ყველა ადამიანს საკუთარი შრომით შეუძლია მოიპოვოს საკუთარი ბედნიერება, სადაც ყველა თავისუფალი და თანასწორია. დღეს ჩვენ გვყავს გარე მტერი, რომელიც ჩვენს დამოუკიდებლობას პირდაპირ ემუქრება და გვყავს ხელისუფლება, რომელიც მზად არის ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერზე წავიდეს და მტერი გააძლიეროს. ივანიშვილის რეჟიმი ანგრევს და ცდილობს შეარყიოს ჩვენი რწმენა და ნდობა! ამიტომ აქვს მნიშვნელობა მხარდაჭერას იმ გუნდის, რომელსაც თქვენ შეგიძლიათ ენდოთ. თითოეული ხმა, მიცემული „ევროპული საქართველოს“ გუნდისთვის, თითოეული ჩვენი კანდიდატის გამარჯვება არის საქართველოს გამარჯვება და თქვენ შეგიძლიათ ენდოთ თითოეულ მათგანს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიკლინიკების ასოციაცია მთავრობას რეკომენდაციებით მიმართავს
შემდეგი სტატიატიკარაძე – სწავლა იმ სკოლებში იქნება უსაფრთხო, სადაც პედაგოგების სულ მცირე 80 პროცენტი აიცრება