ბოკერია – არავინ არსად გადადგება, თუ 2 ოქტომბერს არ მივედით და ჩვენ არ გადავაყენეთ ეს ხელისუფლება

ამ კვლევებით თავს ნუ დავიმშვიდებთ. დიახ, ხელისუფლება შეიცვლება, მაგრამ ამ კვლევებითაც ჩანს, რომ ხელისუფლების ცვლილებას მაქსიმალური აქტიურობა სჭირდება, – ამის შესახებ „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს IPSOS-ის კვლევის შედეგებთან დაკავშირებით საუბრისას განუცხადა.

„ისინი ხალხს კი არ ემსახურებიან, ემსახურებიან საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს. არავინ არსად გადადგება, თუ 2 ოქტომბერს არ მივედით და ჩვენ არ გადავაყენეთ ეს ხელისუფლება. რა თქმა უნდა, უკანონობას გააგრძელებენ. ვინმე ელოდით, რომ სუს-ი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, უცებ სამართლიანი გახდებოდა და საკუთარ თავს დაიჭერდა ან დაკითხავდა? ამის მოლოდინი ნუ გვაქვს. ამიტომ ახლა ჯერი ჩვენზეა. არჩევნები ქვეყანაში არსებობს იმისთვის, რომ უკანონობებს გავცეთ პასუხი. ამიტო შაბათს, 2 ოქტომბერს უნდა მივიდეთ ყველა, გადავაყენოთ ლილუაშვილიც, ღარიბაშვილიც და ყველა მინისტრი. ისინი გავუყენოთ წარსულს, სადაც დაბრუნება არავის უნდა”,- განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიახვლედიანი – სწორედ ჩვენი გმირების თავგანწირვის სულისკვეთებით, უნდა გავაგრძელოთ სამშვიდობო პროცესის განხორციელება
შემდეგი სტატიარუსლან აბაშიძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო