ბოკერია – არანაირი საფუძველი არ მაქვს „სამართლიანი არჩევნების“ უნდობლობის, კარგი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციაა

ჩემთვის ან „ევროპული საქართველოსთვის“ პარალელური დათვლის შედეგები არასდროს იყო არგუმენტი იმისა, რომ გაყალბდა არჩევნები, არა იმიტომ, რომ უმნიშვნელოა, არამედ იმიტომ ამ არჩევნებზე რა ტიპის გაყალბებაც იყო და რა მეთოდებიც იქნა გამოყენებული, პირველ რიგში ხმების კონტროლის კარუსელი, მეორე ჩაყრა, იქამდე ძალადობა, დაშინება, ასეთ გაყალბებასთან მიმართებაში „პვტ“ ვერ არის ინსტრუმენტი, ვერც ამის შემოწმების, ვერც გაკონტროლების და ვერც შეკავების, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, „ევროპული საქართველოს“ არც საჯარო გზავნილებში არც მოლაპარაკებისას ეს არგუმენტი არ გამოუყენებია.

ბოკერიას განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას მახე დაუგო.

„არანაირი საფუძველი არ მაქვს „სამართლიანი არჩევნების“ უნდობლობის, კარგი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციაა, თუმცა ახლა ეს ამბავი პრობლემაა სერიოზული, როცა იმის მიუხედავად, რომ ეს არ იყო ტესტი ამ არჩევნების გაყალბების, მაინც ასეთი შეცდომა რომ აღმოჩნდება ხოლმე, მითუმეტეს, როცა სამთავრობო პროპაგანდა ასე იყენებს. მეორე, რაც არის მნიშვნელოვანი და რაც დამატებითი დემონსტრაციაა, როგორ სახიფათო რეჟიმთან გვაქვს საქმე. ეს მახე დაუგეს თავისი ჭკუით ოპოზიციას, როგორც ჩანს, იცოდნენ ამის შესახებ წინასწარ ან უკანონო მიყურადებით, ზეწოლით, ან რაიმე სხვა ფორმით. მე არ ვამტკიცებ არც ერთს. წინასწარ გამოაცხადეს, მოდი ახლა ჩავხედოთ პარალელური გადათვლის შედეგებს და თუ აღმოჩნდება იქ ყველაფერი წესრიგშია, აღიარეთ შედეგებიო. ძალიან ორსვლიანი, საბავშვო შამათი ჰქვია ამას. ვიდრე „სამართლიანი არჩევნები“ საჯაროდ გამოაცხადებდა წინასწარ იცოდნენ ამის შესახებ, ეს კიდევ ერთი დასტურია რა ტიპის რეჟიმთან გვაქვს საქმე. მთავარი საკითხი მაინც აქ არის არჩევნების შედეგების სანდოობა და ამიტომ გავუსვი ხაზი იმას, რომ „ევროპული საქართველოსთვის“ მთავარი მტკიცებულებები არჩევნების გაყალბების და იმის, რომ უმრავლესობის ნებას არ გამოხატავდა ეს არჩევნები იყო სტატისტიკა, რომელიც თვითონ ცესკო-ს აქვს და იმის შედარება წინა არჩევნებთან, როცა ირკვევა, რომ წინა არჩევნებთან შედარებით 10-ჯერ მეტ უბანზე მოხდა ჩაყრა ან უფრო მეტი ბიულეტენი იყო, ვიდრე ხელმოწერა“, – განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაში„ნაცმოძრაობა“ – 2000-ზე მეტ ოქმში დისბალანსია, არჩევნების პროპორციულ ნაწილში 3000-ზე მეტი ბიულეტენია დაკარგული
შემდეგი სტატიაბადრი და ბიძინა ესებუების მამა – ჩემს შვილს არც იარაღი ჰქოდა და არც ხელყუმბარა, საიდან ამოიღეს?