ბოკერია: ამ ეტაპზე არანაირ შედეგებზე ლაპარაკი არ შეიძლება

გრძელი, ძალიან მძიმე და რთული შეხვედრა იყო. შეხვედრები ხვალაც გაგრძელდება. ამ ეტაპზე არანაირ შედეგებზე ლაპარაკი არ შეიძლება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედიატორი პროცესში ჩართულია.

„ჩვენი ამოცანა არის, ის რაც თქვენთვისაც ცნობილია, გვინდა მოლაპარაკება. თავისთავად ის, რომ გუშინდელი განცხადების შემდეგ დღეს შედგა შეხვედრა და ის, რომ პრეზიდენტ მიშელის პოლიტიკური ინტერესი, ინვესტიცია ამ პროცესში არის, ეს ძალიან კარგია. მედიატორი რომ აქ არის და ამდენი საათია მუშაობს, ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ მისი მადლიერი ვართ. თუმცა შეხვედრის შინაარსი არის ძალიან რთული და მძიმე“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

“ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა კრისტიან დანიელსონთან და “ოცნებასთან” შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა.

როგორც შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ თქვა, პირველ საკითხად არ განიხილება არც ვადამდელი არჩევნები და არც პოლიტპატიმერების გათავისუფლება და ეს მისთვის მიუღებელია.

banner
წინა სტატიაშიპეტრას აუსტრევიჩუსის შეფასებით, პოლიტიკური დაძაბულობა საქართველოში ახალი ფენომენი არ არის და ამ კონტექსტში 2020 წელი გაიხსენა
შემდეგი სტატიაფოთის პორტში ნატოს 4 ხომალდი შემოვიდა