ბოკერი – ქარდავა სწორედ არჩევნების წინ გაახსენდათ და კანონის უზენაესობის დაცვა რეალურად არაფერ შუაშია

მე ვთვლი, რომ მეგის ქარდავას ამბავმა გვაჩვენა კიდევ ერთხელ, როგორი ღრმა პრობლემა გვაქვს, როცა გვყავს ხელისუფლება, რომელიც ამ ტიპის დანაშაულში მხილებულ ადამიანს საარჩევნო ამოცანებისთვის უკეთებს ექსტრადირებას არჩევნების წინ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

„აქამდე კი არ აინტერესებდათ, ახლა დააინტერესათ. მათი ამოცანაა, არა კანონის უზენაესობის დაცვა, მართლმსაჯულების განხორციელება ან რეალურად რამის გამოძიება და დამტკიცება, არამედ პიარისთვის და პროპაგანდისთვის ამის გამოყენება. ამასაც წერტილი უნდა დავუსვათ ჩვენ მომავალში, როდესაც მართლმსაჯულება რეჟიმისთვის არის მხოლოდ პროპაგანდის ინსტრუმენტი და არაფერი სხვა“, – განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიშაქარიშვილი – მედიაში უნდა აიკრძალოს ცილისწამება, ადამიანებზე ფსიქოლოგიური ძალადობა და ყალბი ამბების გავრცელება
შემდეგი სტატიასიორიძე – გვაქვს იდეა, რომ საარჩევნო კაბინების კონსტრუქცია შეიცვალოს, რათა მეტად გამოჩნდეს ამომრჩევლის სილუეტი