ბოინგმა 737 Max-ების პროგრამული უზრუნველყოფა განაახლა

კორპორაცია “ბოინგმა” 737 Max-ების პროგრამული უზრუნველყოფა განაახლა. კომპანიამ მიმდინარე მომენტში დამატებითი ინფორმაცია წარადგინა, რომელიც აშშ-ს სამოქალაქო ავიაციის ფედერალურმა სამმართველომ მოითხოვა – “ბიბისი” წერს. მათ შორის იმას, თუ როგორ უნდა მოიქცნენ პილოტები ფრენის სხვადასხვა რეჟიმისას. აღნიშნული ინფორმაციის მიწოდების შემდეგ Boeing-ი სერთიფიცირებულ საგამოცდო გაფრენას განახორციელებს რომ საბოლოო სერთიფიცირებული დოკუმენტაცია წარადგინოს.

Boeing 737 Max თვითმფრინავ 737-ების მეოთხე თაობაა. ამ მოდელის თვითმფრინავების პირველი ფრენა 2016 წლის იანვარში შედგა.
უკანასკნელი რამდენიმე თვის მანძილზე აღნიშნული მოდელის თვითმფრინავებმა ორჯერ განიცადეს კატასტროფა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ცივი იარაღით ვაჭრობა და იმპორტი შესაძლოა, ლიცენზირებადი საქმიანობა გახდეს
შემდეგი სტატიაპრაღის აეროპორტში ასაფრენ ბილიკზე თვითმფრინავები ერთმანეთს დაეჯახნენ