“ბოინგი”, რომელიც მოსკოვიდან მიფრინავდა, პრობლემების გამო ექსტრემალურად დაეშვა

თვითმფრინავი Boeing-738, რომელიც მოსკოვში აფრინდა, სოჭში ექსტრემალურად დაეშვა – რუსული მედია ავრცელებს. სავარაუდოდ, საუბარია ტექნიკურ პრობლემებზე.

აღნიშნავენ, რომ თვითმფრინავში 106 ადამიანი ისხდა, მათ შორის, ეკიპაჟის წევრები. არავინ დაშავებულა.
გავრცელებული ინფორმაციით,  მოსკოვში მიმავალი Boeing 737-800 ექსტრემალურად სიკტივკარში დაეშვა. მსგავსი შემთხვევა მოხდა პოლონეთშიც, ვარშავადან გერმანიაში მიმავალი რეისი, რომელსაც Boeing 737-800 ასრულებდა, ტექნიკური გაუმართაობის გამო უკან დაბრუნდა.

banner
წინა სტატიაშიდიდ დიღომში, ჰიპერმარკეტ “გუდვილთან” სავარაუდოდ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
შემდეგი სტატიაექსპერტების თქმით, ეთიოპიასა და ინდონეზიაში მომხდარი Boeing 737 Max 8-ების კატასტროფა იდენტურია