ბოიკოტი მთავრობას-რა მოხდა სააკაშვილის პრესკონფერენციის შემდეგ

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 11, 2016 23:16

ბოიკოტი მთავრობას-რა მოხდა სააკაშვილის პრესკონფერენციის შემდეგ

gesmanუკრაინის უზენაესი რადას თავმჯდომარე ვლადიმერ გროისმანი უარს აცხადებს უხელმძღვანელოს ქვეყნის მინისტრთა კაბინეტს. ამის შესახებ უკრაინულ მედიას აცნობა დეპუტატმა პეტრო პოროშნკოს ბლოკიდან მუსტაფა ნაიემმა. მან აღნიშნა, რომ პარლამენტის სპიკერი არ თანხმდება სამუშაოდ გადავიდეს მინისტრთა კაბინეტში რადგან მოლაპარაკების პროცესში მისი მოთხოვნები არ იქნა გათვალისწინებული, კერძოდ საკითხი ეხება გროისმანის რამდენიმე თანამოაზრის დანიშვნას წამყვან პოსტებზე. „უკრაინის სახალხო ფრონტი“, რომელსაც ხმათა უმრავლესობა აქვს პარლამენტში, ამჟამად ეძებს სხვა კანდიდატურას პრემიერ-მინისტრის პოსტის დასაკავებლად.

შეგახსენებთ, რომ  ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე საატის წინ  პრესკონფერენცია გამართა:“ მოვედი რომ მოგმაროთ და ვთქვა, რაც დღეს უკვე ვთქვი პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას ჩემს შეშფოთებაზე, რაც კიევსა და ოდესაში ხდება. უკანასკნელი თვეების მანძილზე ჩემი გუნდი, როგორც პროგრესული ადამიანები, მთავრობის დარწმუნებას ვცდილობთ რომ რეფორმები გატარდეს, რაც უნფო მეტი დრო გადის მით მეტად არ არის იმედი რომ რამე შეიცვლება. სია დიდია, მაგრამ არც ერთი დაპირება, არც ერთი რეფორმა არ ყოფილა ასრულებული. ამიტომ რეალური რეფორმატორული სამუშაო სასწრაფოდ არის გასატარებელი. მივმართავ პრეზიდენტს მოთხოვნით, იაცენიუკის წასვლა, ეს პრობლემის გადაჭრა არ არის. პრობლემა არა მხოლოდ იაცენიუკის, არამედ უკრაინის პრეზიდენტის მიდგომებშიცაა, ასევე მისი მისი გარშემომყოფების ხედვაში. მივმართავ დეპუტატებს არ უყარონ კენჭი თავიდანვე ცხად მთავრობას, რომელიც კორუმპირებული და არანოვატორული იქნება.
შეიქმნას სახალხო ნდობით აღჭურვილი მთავრობა, რომელსაც ხალხის ნდობა ექნება, დაიწყოს საზოგადოებრივი დებატები ამ ტემაზე.
ოდესაში საბოტაჟს გვიწყობენ, ყველა ადმინისტრაციული ვერტიკალი იმას ფიქრობს, ღმერთმა არ ქნას ოდესაში რაიმე კარგი მოხდესო…
მივმათავ უკრაინის პრეზიდენტს , ეს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს და შეწყიტოს ჩვენი ხელის შეშლა“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და თავისი მოთხოვნები ჩამოაყალიბა, რომელიც არა „უახლოეს თვეებში ან 6 თვეში შესრულდება, არამედ დაუყოვნებლივ, ამ დღეებში“:
1. ნდობის მთავრობის შექმნა და პროცესის გამჭვირვალობა;
2. ოდესაში ოლიგარი და სეპარატისტი პროკურორის მოხსნა და ტრუხანოვზე სისხლის სამართლის საქმის აღიძვრა;
3. ადგილობრივი საგადასახადო უწყების ხელმძრვანელების მოხსნა
4. რეფორმების ჩატარებაში ხელის შეშლის შეწყვეტა.

ოდესის გუბერნატორის თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა უნდა აირჩიოს რეფორმების გზა და
დაიწყოს გამჭვირვალე პროცესი. წინააღმდეგ შემთხვევაში „რეფორმეტორებს არაფერი აკავშირებს ახლანდელ მთავრობასთან და თვითონ დამოუკიდებლად კონსტიტუციურად იმოქმედებენ“ – თქვა სააკაშვილმა.
„ქვეყანა ჩიხშია და ხელის დაფარების დრო გავიდა, ახლა საკუთარი კომერციული ინტერესების დაცვის დრო მორჩა და უნდა გადავფურცლოთ ეს ფურცელი, ან ჩვენ ყველა, ვისაც სჯერა უკრაინის ნათელი მომავლის, ჩამოვყალიბდებით და ცალკე ვიმოქმედებთ. არაფერია გადასადები“ – თქვა სააკაშვილმა.

პრესკონფერენციას  9 წუთში 11 ათასი ონლაინ მაყურებელი ჰყავდა.

https://youtu.be/PsGnzp7n5Wo

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 11, 2016 23:16

Google სტატისტიკა


3,275
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics