“ბოიკოტი ამართლებს და ბოიკოტი არის ბევრად უფრო მწვავე გზა, ვიდრე არჩევნები, როდესაც ბრძოლაზე მიდის საუბარი, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილს თურმე ბრძოლა არ უნდა”, – ეს განცხადება “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან სანიკიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გააკეთა.
როგორც სანიკიძემ აღნიშნა, ბრძოლის ყველაზე უფრო მწვავე ფორმა არის ბოიკოტი, როდესაც რისკავ პარტიის იდენტობით, როდესაც რისკავ ამ პარტიის მთლიანი ორგანიზაციის რაობით.
მისივე თქმით, ივანიშვილს ყველაზე მეტად „ამ სპეცოპერაციის“ ჩაშლის ეშინია.
„ეს ჩაშლა იმით კი არ მოხდება, რომ ვინმე ცეცხლს წაუკიდებს საარჩევნო უბანს, ბიულეტენში თუ არ იქნებიან წამყვანი ოპოზიციური პარტიები, ამას ექნება ნულოვანი საგარეო ლეგიტიმაცია“, – განაცხადა სანიკიძემ.