“ბოჰემური რაფსოდიის” რეჟისორი სექს-სკანდალის გამო ნომინაციიდან მოხსნეს

ბრიტანეთის კინოსა და სატელევიზიო ხელოვნების აკადემიამ რეჟისორი ბრაიან სინგერი პრემიის ნომინანტთა სიიდან მოხსნა სექს-სკანდალის გამო, რომელიც არასრულწლოვანის მიმართ სექსუალურ ძალადობას უკავშირდება. გადაწყვეტილება, ნომინანტების სიიდან მოხსნის შესახებ ძალაში გამოძიების პერიოდში დარჩება, ამავე დროს, ფილმი “ბოჰემური რაფსოდია” დარჩება ნომინირებული კატეგორიაში “საუკეთესო ბრიტანული ფილმი” – BAFTA-ს განცხადებაში წერია – “დოიჩე ველე” ავრცელებს.
დოკუმენტში, ასევე, აღნიშნულია, რომ ქცევა, რომელშიც სინგერს ბრალი ედება, აბსოლუტურად მიუღებელი და შეუთავსებადია კინოაკადემიის ღირებულებებთან. ამავე დროს, BAFTA ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ რეჟისორი ბრალდებას უარყოფს.

იანვარში ჟურნალმა The Atlantic-მა ოთხი მამაკაცის ისტორია გამოაქვეყნა, სადაც ისინი ირწმუნებიან, რომ სინგერმა ისინი შეაცდინა და ძალადობრივი სექსისკენ უბიძგა როცა ისინი არასრულწლოვნები იყვნენ.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთში, სკტიპალების საქმეში მესამე ეჭვმიტანილი იპოვეს
შემდეგი სტატიადღეს განათლების სისტემას მრავალი დაავადება აქვს, რომელსაც სხვადასხვა მიმართულებით სწორი გეზის აღება სჭირდება