ბოევიკებმა განაცხადეს, რომ სავჩენკოს ორ ტყვე ქალს გადასცემენ

ბოევიკებმა განაცხადეს, რომ სავჩენკოს ორ ტყვე ქალს გადასცემენ – თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის ლიდერებმა სპეციალური განცხადება გაავრცელეს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი სავჩენკოს “უკრაინელი ხალხის ჯანმრთელი ნაწილის წარმომადგენლად თვლიან” და “კეთილი ნების ჟესტის” ნიშნად მას ორ ტყვე ქალს ანჟელიკა პრესნიაკოვსა და ოლგა სვარაკს გადასცემენ.
“კეთილი ნების ჟესტად, ახალი წლის და შობის მისადგომებთან ჩვენ, რაიმე სახის ძალისხმევის გარეშე უკრაინელი ხალხის წარმომადგენელს, ნადეჟდა სავჩენკოს ორ ქალს ანჟელიკა პრესნიაკოვსა და ოლგა სვაროკს გადავცემთ” – ნათქვამია ბოევიკების განცხადებაში. დეპუტატის დამ, ვერა სავჩენკომ ეს დაადასტურა.
ოლგა სვარაკი ჟურნალისტია. მისი დაკავების შესახებ 2016 წლის ივნისში გადხა ცნობილი.

banner
წინა სტატიაშიობამა: შემეძლო 2016 წლის არჩევნების მოგება
შემდეგი სტატიაანკარა სირიაში ჰაერიდან მხარდაჭერას ითხოვს