ბოევიკებმა ალეპოსა და ხანდრატში საცხოვრებელი უბნები დაცხრილეს

ტერორისტული ორგანიზაციები “ისლამური სახელმწიფოსა” და “ჯახბათ ან-ნურსის” ბოევიკებმა ალეპოსა და ხანდრატში საცხოვრებელი რაიონები დაცხრილეს – სირიის ადამიანის უფლებების მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს, რომელიც ლონდონშია დისლოცირებული.
ცენტრის თქმით, ექსტრემისტები უკანასკნელი რამდენიმე დღის მანძილზე ჭურვებიდან ისვრიან.
“სროლები ინტენსიურია და იმაზე მეტყველებს, რომ ბოევიკებს საომარი მასალების ნაკლებობა არა აქვთ” – განაცხადეს ცენტრში.
შეგახსენებთ, რომ სირიაში 27 თებერვლიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მოქმედებს, რომელიც ზემოთაღნიშნულ ორ ტერორისტულ დაჯგუფებაზე არ მოქმედებს.
სირიაში სამოქალაქო ომი 2011 წლიდან მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისასამართლო განიხილავს ლეიბორისტული პარტიის სარჩელს უკანონოდ გაზრდილი დენის ტარიფის შემცირებასთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიასაფრანგეთის მოქალაქე უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე იარაღის არსენალით დააკავეს