Boeing-ში აღიარეს, რომ ორი თვითმფრინავი მათი შეცდომის გამო ჩამოვარდა

დადასტურდა ვარაუდი იმის შესახებ, რომ ინდონეზიასა და ეთიოპიაში თვითმფრინავების ჩამოვარდნის მიზეზი ერთიდაიგივე შეცდომა იყო. კორპორაცია Boeing-ის პრეზიდენტმა დენის მიუილენბურგმა ოფიციალურად აღიარა, რომ “Boeing 737 MAX” -ების ჩამოვარდნა ორივე შემთხვევაში არასრულყოფილმა პროგრამულმა უზრუნველყოფამ გამოიწვია – “ამერიკის ხმა” წერს.

მიუილენბურგმა ვიდეომიმართვა ჩაწერა, სადაც დაღუპული ეკიპაჟისა და მგზავრების ოჯახებს მიუსამძიმრა. “ყველა ჩვენთაგანი კომპანიაში ვაცნობიერებთ ამ მოვლენების უზარმაზარ სერიოზულობას” – ამბობს Boeing-ის პრეზიდენტი. ორივე შემთხვევაში სისტემამ, რომელიც ცნობილია, როგორც MCAS, დიდი როლი ითამაშა კატასტროფაში.
საუბარია სისტემაზე, რომელიც ავტომატურად რთავს თვითმფრინავის ცხვირს დაშვების რეჟიმზე, თუკი მიიღებს სიგნალს, რომ თვითმფრინავი ცხვირს მაღლა წევს და სიჩქარეს კარგავს. ინდონეზიისა და ეთიოპიის შემთხვევაში სისტემამ შეცდომით დაიწყო მუშაობა, რომლის შემდეგადაც თვითმფრინავი ცხვირით დაბლა დაეშვა. მფრინავებს მისი გამორთვა არ შეუძლიათ.

Boeing-ის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ უახლოეს მომავალში 737 MAX-ის პროგრამული უზრუნველყოფა შეიცვლება.

banner
წინა სტატიაშირიგის მერი კორუფციული სკანდალის გამო გაანთავისუფლეს
შემდეგი სტატიაერდორანი: თურქეთი რუსულ ЗРК С-400-ებზე უარს არ იტყვის