Boeing-მა თვითმფრინავებში 737NG და 737 Max ახალი ნაკლოვანებები აღმოაჩინა

კომპანია Boeing-მა აშშ-ს სამოქალაქო ავიაციის ფედერალურ სამმართველოს აცნობა, რომ თვითმფრინავებში 737NG და 737 Max ნაკლოვანებები აღმოაჩინა – ამ ტიპის თვითმფრინავებმა განიცადეს კატასტროფა ინდონეზიასა და ეთიოპიაში. ერთობლივი გამოძიებისას დადგინდა, რომ ავიამწარმოებელ “ბოინგს” მომმარაგებელმა თვითმფრინავის ნაკლოვანი ნაწილები მიაწოდა, სულ 148 ერთეული. სულ, მსოფლიოში 133 ერთეული 737NG და 737 Max დაფრინავს, სადაც ეს დაზიანებული ნაწილებია დამონტაჟებული. მისი თვისება ისეთია, რომ თვითმფრინავს აზიანებს, თუმცა, კატასტროფას არ გამოიწვევს.

სამოქალაქო ავიაციის ფედერალური სამმართველო გამოსცემს დირექტივას, რომლის თანახმადაც, კომპანია “ბოინგმა” ათ დღეში უნდა დაადგინოს ყველა დაზიანებული ნაწილი და ის გამოცვალოს. ფედერალურმა სამმართველომ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სხვა ქვეყნების მთავრობები საქმის კურსში ჩააყენა.

მაისში “ბოინგმა” თვითმფრინავ 737 Max-ების პროგრამული უზრუნველყოფის პროცესი დაასრულა. განახლებას დაექვემდებარა სისტემა MCAS, რომლის გაუმართაობის გამო ჩამოვარდა ორი თვითმფრინავი. კატასტროფაში 400-მდე მგზავრი დაიღუპა.

banner
წინა სტატიაში,,სარალიძის მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენში გამოვლენილ გარემოებებზე შესაბამისს საგამოძიებო მოქმედებებს ჩავატარებთ”
შემდეგი სტატია,,სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაადასტურა ის, რაზეც საგამოძიებო კომისიამ დადო დასკვნა”