Boeing-მა თვითმფრინავების სასიკვდილო თავისებურება დამალა

ამერიკულმა ავიამშენებელმა კომპანიამ Boeing ავიაკომპანიებისა და მფრინავებისგან, რომლებიც Boeing 737 MAX 8-ს და MAX 9-ს იყენებენ, დამალა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თვითმფრინავი, შესაძლებელია, მიზეზებისგან დამოუკიდებლად პიკისკენ წავიდეს – 13 ნოემბერს The Wall Street Journal-მა დაწერა, აშშ-ს სამოქალაქო ავიაციის ფედერალური სამმართველოსგან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით. გარდა ამისა, უსაფრთხოების ექსპერტებისა და მფრინავების ნათქვამზე დაყრდნობით, რომლებიც ინდონეზიური ავიაკომპანია Lion Air-ის კატასტროფის გამოძიების საქმეზე მუშაობენ, რომელიც ოქტომბრის ბოლოს მოხდა.

როგორც The Wall Street Journal-ი წერს, აღნიშნულ მოდელებზე დაყენებულია ავტომატური სისტემა, რომელიც ფრენის დროს თვითმფრინავის ცხვირის ავტომატურ აწევას გამორიცხავს. თუმცაღა, გარკვეულ სიტუაციებში სისტემამ, შესაძლებელია, ცხვირი დაუშვას და მფრინავებს საშუალება არ ექნება მანქანა გაასწორონ მაშინაც, თუკი მას ხელით მართვაზე გადაიყვანენ. ცხვირის მკვეთრი დაწევა პიკამდე მიდის – “დოიჩე ველე” წერს.

Boeing-მა სერია 737 Max-ის თვითმფრინავების თავისებურებაზე ინდონეზიური თვითმფრინავის კატასტროფიდან ერთ კვირაში განაცხადა – გამოცემა აღნიშნავს. როგორც ის ხაზს უსვამს, სიახლე მოულოდნელი აღმოჩნდა პილოტებისთვის, რომლებიც აღნიშნული თვითმფრინავით დაფრინავენ, რადგანაც მართვის სასწავლო მასალებში ამის შესახებ ინფორმაცია არ წერია.

ინდონეზიური კომპანია Boeing 737 MAX 8-ის სამგზავრო თვითმფრინავი 29 ოქტომბერს აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა. დაიღუპა ყველა მგზავრი – 189 ადამიანი, რომლებიც ბორტზე იმყოფებოდა. 8 ნოემბერს აშშ-ს ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ გაფრთხილება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ აშშ-ს ფარგლებს გარეთ მფრინავ Boeing 737 MAX-ის 250 თვითმფრინავს, შესაძლებელია, პრობლემები შეექმნათ.

banner
წინა სტატიაშიმერკელმა ევროკავშირის არმიის შექმნის იდეას მხარი დაუჭირა
შემდეგი სტატიანავთობზე ფასი დაეცა