Boeing-მა, შესაძლებელია მაქს 737 სერიების წარმოება შეწყვიტოს

ამერიკულმა კორპორაციამ Boeing-მა მაქს სერიის თვითმფრინავის ორი კატასტროფის გამოძიების შედეგების შემდეგ განაცხადა, რომ მათ წარმოებას უახლოეს მომავალში შეწყვეტს. აპრილის შუა რიცხებში ამ მოდელების თვითმფრინავის წარმოება 20%-ით შემცირდება, ანუ, 52-ის ნაცვლად 42 თვითმფრინავს გამოუშვებენ. სააგენტო Reuters-ი ვარაუდობს, რომ ეს წარმოების შეწყვეტის მაჩვენებელია. გარდა ამისა, კომპანიამ ეთიოპიის კატასტროფის შემდეგ, რომლის დროსაც 157 ადამიანი დაიღუპა, ახალი თვითმფრინავების მიწოდება შეწყვიტა.

გუშინ გავრცელდა, რომ დადასტურდა ვარაუდი იმის შესახებ, რომ ინდონეზიასა და ეთიოპიაში თვითმფრინავების ჩამოვარდნის მიზეზი ერთიდაიგივე შეცდომა იყო. კორპორაცია Boeing-ის პრეზიდენტმა დენის მიუილენბურგმა ოფიციალურად აღიარა, რომ “Boeing 737 MAX” -ების ჩამოვარდნა ორივე შემთხვევაში არასრულყოფილმა პროგრამულმა უზრუნველყოფამ გამოიწვია – “ამერიკის ხმამ” გაავრცელა.

მიუილენბურგმა ვიდეომიმართვა ჩაწერა, სადაც დაღუპული ეკიპაჟისა და მგზავრების ოჯახებს მიუსამძიმრა. “ყველა ჩვენთაგანი კომპანიაში ვაცნობიერებთ ამ მოვლენების უზარმაზარ სერიოზულობას” – ამბობს Boeing-ის პრეზიდენტი. ორივე შემთხვევაში სისტემამ, რომელიც ცნობილია, როგორც MCAS, დიდი როლი ითამაშა კატასტროფაში.
საუბარია სისტემაზე, რომელიც ავტომატურად რთავს თვითმფრინავის ცხვირს დაშვების რეჟიმზე, თუკი მიიღებს სიგნალს, რომ თვითმფრინავი ცხვირს მაღლა წევს და სიჩქარეს კარგავს. ინდონეზიისა და ეთიოპიის შემთხვევაში სისტემამ შეცდომით დაიწყო მუშაობა, რომლის შემდეგადაც თვითმფრინავი ცხვირით დაბლა დაეშვა. მფრინავებს მისი გამორთვა არ შეუძლიათ.

Boeing-ის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ უახლოეს მომავალში 737 MAX-ის პროგრამული უზრუნველყოფა შეიცვლება.

banner
წინა სტატიაშისტამბულში ახალმა უმსხვილესმა აეროპორტმა დაიწყო მუშაობა
შემდეგი სტატიასაქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთობლივი განცხადება „რუსთავი 2“-ის გადაცემა „შაბათის კურიერის“ დღევანდელ ანონსთან დაკავშირებით