Boeing-ი ორ კატასტროფაში დაღუპულთა ოჯახებს 100 მილიონ დოლარს გადაუხდის

ამერიკულმა ავიაკონცერნმა Boeing-მა განაცხადა, რომ 2018 წლის ოქტომბერში ინდონეზიაში და 2019 წლის მარტში ეთიოპიაში Boeing 737 Max-ების კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს კომპენსაციის სახით ას მილიონ დოლარს გადაუხდის. სულ ავიაკატასტროფაში 346 ადამიანი დაიღუპა.
სავარაუდოდ, “ბოინგმა” სასამართლოში მსხვერპლთა ნათესავებთან შეთანხმების დადება მოახერხა. გარდაცვლილთა ოჯახები კომენსაციას ხანგრძლივი პროცედურების გარეშე მიიღებენ – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშისკანდალი Nike-ის ირგვლივ – კომპანიას არაპატრიოტულ მოქმედებაში სდებენ ბრალს
შემდეგი სტატიარუსეთის საგარეო უწყება – ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს ჩრდილი მიაყენა 20 და 21 ივნისს თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა