„ბოდიშზე მას შემდეგ ვილაპარაკოთ, რაც საზოგადოებას ვეტყვით, რომ იმ ანტიკონსტიტუციურ კანონს “ნაციონალურმა მოძრაობამ” მხარი დაუჭირა – მდინარაძე

ყოფილმა თანაგუნდელებმა ბესელია ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამოც გააკრიტიკეს. მამუკა მდინარაძის განცხადებით, როცა ბესელია ბოდიშის მოხდა ითხოვს, გასათვალისიწნებელია, რომ მის კანონპროექტს მხარი “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაუჭირა, რაც ნიშანდობლივი ფაქტია.

„ბოდიშზე მას შემდეგ ვილაპარაკოთ, რაც საზოგადოებას ასევე ვეტყვით,რომ იმ ანტიკონსტიტუციურ კანონს და ყოვლად მიზანშეუწონელ კანონს ხმა ინიციატორებთან ერთად მისცეს “ნაციონალური მოძრაობის” სრულმა წარმომადგენლობამ. მე ზედმეტ წიაღსვლებში არ წავალ ეს იყო შემთხვევით, დამთხვევა, თუ ინტერესების თანხვედრა, მაგრამ როცა ბოდიშის მოხდაზე საუბრობენ ეს ფაქტორიც უნდა გაითვალისწინონ,“-აცხადებს მამუკა მდინარაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი ლიდერი გია ვოლსკიც ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებისთვის “ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერა ნიშანდობლივია. მისი განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ ეკა ბესელიას შეხედულებებთან ე.წ. უმრავლესობის უმრავლესობას განსხვავებული შეხედულებები აქვს, ეკა ბესელია მაინც რჩება მებრძოლ პოლიტიკოსად.

“მე ვფიქრობ ნიშანდობლიობა ამ საკითხის გაცილებით ყურადღების ქვეშ უნდა ყოფილიყო. რადიკალური განსხვავება პოზიციებისა არ ნიშნავს, რომ ეკა ბესელია არ უნდა შევაფასოთ, როგორც ადამიანი, რომელმაც ბრძოლის ფასიც იცის და რომელმაც პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი კვალიც დატოვა,”-აცხადებს გია ვოლსკი.

banner
წინა სტატიაშიაზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების კოორდინაცია სოზარ სუბარს დაევალა
შემდეგი სტატიავერცხლის ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს ბრალი წარუდგინეს