ბოდიში მოვიხადო რაზე?

5რუსეთის სააგრეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უარი თქვა რეის MH17-ის კატასტროფის გამო ბოდიშის მოხდაზე. თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ საერთაშორისო საგამოძიებო კომიტეტმა მოხსენება რამდენიმე დღის წინ გამოაქვენა, რომლის თანახმადაც სარაკეტო კომპლექსი “ბუკი”, საიდანაც რაკეტა ესროლეს თვითმფრინავს, რუსეთიდან იყო დონბასში შეტანილი, შემდეგ კი, ისევ უკან რუსეთში გადატანილი.
“ბოდიში მოვიხადო რაზე?” – იკითხა ლავროვმა “ბიბისის” შეკითხვაზე პასუხად, აპირებს თუ არა რუსეთი აღნიშნულთან დაკავშირებით ბოდიშის მოხდას. მისი თქმით, რუსეთი გამოძიების საბოლოო შედეგებს დაელოდება. “გამოძიებაში 100 სახელი ფიგურირებს, თუმცა, ისინი ჩვენთვის ეჭვმიტანილის ხარისხშიც კი არ არიან” – თქვა ლავროვმა.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე რუსეთის ან მისი მოქალაქეების შესაძლო კავშირზე MH17-ის ჩამოგდებასთან დაკავშირებით – შესაბამისი განცხადება საგამოძიებოს ჯგუფის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთდა.
ექსპერტებმა ასევე განაცხადეს, რომ გამოძიებას კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდება იმისათვის, რომ დამნაშავეები დაადგინოს, რაც 2018 წლამდე ვერ მოხდება. მიმდინარე მომენტში მათ სახელებისა და გვარების დასახელება არ შეუძლიათ.

საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც უკრაინის თავზე მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავის МН17-ის ჩამოგდების საქმეს იძიებს, ავრცელებს, რომ ლაინერი სნეჟნოვოს დასახლებული პუნქტიდან გაშვებული რაკეტით იქნა ჩამოგდებული.
მტკიცებულების სახით, დაღუპულების ნათესავებს წარუდგინეს ფოტო და ვიდეოჩანაწერი, ასევე, საუბრის ჩანაწერი.
გამოძიების თქმით, გამშვები მოწყობილობა “ბუკი”, საიდანაც თვითმფრინავის ჩამოსაგდებად რაკეტა იქნა გაშვებული, უკრაინაში რუსეთიდან იყო შემოტანილი. მათ კატასტროფაში ეჭვმიტანილების ასკაციანი სიაც აქვთ.

დაღუპულთა ნათესავების თქმით, ინფორმაცია, რომელიც მათ წარუდგინეს, ამომწურავია.
МН17-ის კატასტროფის დროს და ახლაც, სნეჟნოვოს თვითგამოცხადებული დონეცკის რესპუბლიკის პრორუსული სეპარატისტები აკონტროლებენ.

საეთაშორისო საგამოძიებო ჯგუფში შედიან წარმომადგენლები ნიდერლანდებიდან, ავსტრალიიდან, მალაიზიიდან, ბელგიიდან და უკრაინიდან. ჯგუფი გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მხარდაჭერით მუშაობს. მათი დასკვნები სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი შეიძლება გახდეს..

კატასტროფა 2014 წლის ივლისში მოხდა. თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 298 ადამიანიდან ყველა დაიღუპა

banner
წინა სტატიაში,,ქართული ოცნების,, წევრი პარტიის ოფისში გარდაცვლილი იპოვეს
შემდეგი სტატია2017 წელს ნავთობი 7-10 დოლარით გაძვირდება…?