“ბოდიში მათ აქვთ მოსახდელი, გაყალბებისთვის” – ოპოზიცია წულუკიანისა და ჟვანიას მოთხოვნას ეხმაურება

თეა წულუკიანისა და თამარ ჟვანიას განცხადებებს “სამართლიანი არჩევნების” პარალელური დათვლის შეცვლილი შედეგების შესახებ ოპოზიციაში უსაფუძვლოს უწოდებენ და ამბობენ, რომ პროცენტულმა ცვლილებამ ის ფაქტი ვერ შეცვალა, რომ არჩევნები გაყალბდა.

“ყველაზე დიდი ღადაობა იცით რა არის? ცენტრალური საარჩევნო კომისია თავისი მონაცემების “გაპრავებას” ISFED-ის პირით რომ ცდილობს. ეს არის კომედიის მიღმა.. ბოდიში მათ აქვთ მოსახდელი გაყალბებისთვის და მთელი ამ 8 წლიანი ქვეყნის გაჩანაგებისთვის, პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილს და მეორე რიგში თეა წულუკიანს, როგორც მის უცვლელ იუსტიციის მინისტრს, რომელიც ახლა სადღაც ჩაალაბორანტეს”, – ამბობს გიგი უგულავა, “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირმა საქართველოს დასახმარებლად 1.5 მილიარდი ლარი გამოუყო
შემდეგი სტატიადეკანოიძე: ერთი რაუნდი კიდევ იყო დარჩენილი, რომელიც პრაქტიკულად „ქართულმა ოცნებამ“ გააუქმა