მანანა კობახიძე – ყველამ ერთად მოვიხადოთ ბოდიში საზოგადოების წინაშე

rezonansiმოსამართლეები პარლამენტის ვიცე-სპიკერს დაუპირისპირდნენ. სასტუმრო “რედისონში” მიმდინარე კონფერენციაზე მოსამართლეთა უკმაყოფილება მანანა კობახიძის მოწოდებას მოჰყვა, რომელმაც სასამართლო სისტემის წარმომადგენლებს მიმართა, წინა ხელისუფლების დროს პროკურატურის მხრიდან სასამართლოზე ზეწოლა ეღიარებინათ-
“ჩვენ გვინდა, რომ სასამართლო იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და მოსამართლე არავის აბარებდეს ანგარიშს, მაგრამ თვალი გავუსწოროთ სიმართლეს, ვთქვათ, სად იყო პრობლემა – იყო ზეწოლები, დაშინებები, ზეგავლენის მოხდენა პროკურორების მხრიდან და თავის დროზე რომელ საქმეებზე იყო? ვაღიაროთ და გაპატიებთ. ყველამ ერთად მოვიხადოთ ბოდიში საზოგადოების წინაშე”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.

მოსამართლეთა თქმით, არანაირი ზეწოლა პროკურორების მხრიდან მათზე არ ყოფილა და კობახიძის ამ განცხადებას რეპლიკები მოყვა: “რა უნდა ვაღიაროთ?”, “რას გვაპატიებთ?”.

“ნოტარიუსის როლი ნამდვილად არცერთს არ გვქონია. ნებისმიერი გადაწყვეტილება საჯაროა და შეგიძლიათ შეამოწმოთ”, – მიმართა კობახიძეს მოსამართლე რევაზ ნადარაიამ.

banner
წინა სტატიაშიავღანეთში ისლამური სახელმწიფოს რადიო-სადგური “ხალიფატის ხმა” დაბომბეს
შემდეგი სტატიალონდონმა მოსკოვი და თეირანი სირიის კონფლიქტში უსარგებლოდ მიიჩნია