“ბოდიში ყველას, ვინც ჩემ მხარდამჭერ აქციაზე, პოლიციის ძალადობის მსხვერპლი გახდა” – მათე დევიძე

სააპელაციო სასამართლოში სინდისი პატიმრის მათე დევიძის პროცესი დასრულდა. გადაწყვეტილება 22 დეკემბერი 16:00 საათზე გამოცხადდება.

პროცესზე მათე დევიძემ სიტყვის თქმის უფლებით ისარგებლა და მხარდამჭერებს, აქციის გამო, მადლობა გადაუხადა.

მადლობა, ჩემი მხარდასაჭერი აქციის გამო. ბოდიში ყველას იმ ადამიანს რომელიც ამ აქციაზე გახდა პოლიციისგან ძალადობის მსხვერპლი. ძალიან ვნერვიულობდი ამის გამო, თითქოს, თვითგვემაში გადამდიოდა. თავს ვიდანაშაულებდი. მადლობა ყველა იმ ხალხს, რომლებიც მთელი ამ წლის განმავლობაში მე, ჩემ ოჯახს და საქართველოს ედგა გვერდში. არ ვიცი, ამდენი ხანი როგორ შეძელით, ამდენი უსამართლობის მერე, ასე მამაცად იდგეთ და იცავდეთ ქვეყანას – თქვა მათე დევიძემ.

banner
წინა სტატიაში“საქართველოს პრორუსი მმართველი აკრიტიკებს EU-ს და აშშ-ის პარტნიორებს და მეგობრობს ავტოკრატებთან” – ზურაბიშვილი კობახიძეზე
შემდეგი სტატიაწინასაახალწლო შეთავაზებები საქართველოს ბანკისგან – ნაწილ-ნაწილით გადახდისას