ე.წ. ხელისუფლება, მთელი მსოფლიო რომ არალეგიტიმურად იცნობს, გაიძახის, ქალაქ ჯვარს წყალი არ აქვსო და შესაბამის ორგანოებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.
ამ განცხადების მერე, მთელი თბილისის „საქოცეთი“ გაგიჟდა, პირზე დუჟი მოადგა და უწყლობიის დაგმობა დაიწყო.
და იცით, ეს რომელი „საქოცეთია“? აი, ის „საქოცეთი“, 12 წელია, 100 აგუგუნებულ ქარხანას მხოლოდ ფანტაზებში რომ ხედავენ და იმასაც არ იმჩნევენ, იგივე თბილისის უბნებს წყალი 24 კი არა, ლამის 72 საათით რომ ეთიშებათ ხოლმე.
ჰოდა, ქოცო “ბრატცი”, ახლა კარგად მომისმინეთ: სანამ გაგიჟდებით, გადაირევით და პირზე დუჟმომდგრები უწყლოობის დაგმობას დაიწყებთ, ჯერ ინფორმაცია გადაამოწმეთ, გადაამოწმეთ თუნდაც იმიტომ, რომ არ გაბანძდეთ და ისედაც შავ დღეში მყოფები, კიდევ უფრო შავ დღეში არ ჩავარდეთ!
ისე, რომ იცოდეთ, გია ხარჩილავას რომ არ ემარჯვა, ქალაქ ჯვარს სასმელი წყალი ისევ არ ექნებოდა. ჰოდა, ბოდიში, გია ხარჩილავამ წყალი „კუხნებშიც“ რომ არ შეგიყვანათ!
მოკლედ, სიმართლე ისაა, რომ ქალაქ ჯვარში წყალი არის, თანაც 24/7-ზე. ჰოდა, „ქოცნო“, ხომ ხედავთ, თქვენი დღეები ისეც დათვლილია და ოპოზიციური მუნიციპალიტეტის შევიწროებას ახლა მაინც შეეშვით!
შეეშვით, თორემ უკვე ისე ყარხართ, რომ ხალხს თქვენს დანახვაზე კი არა, გაგონებაზეც უკვე გული ერევა!
ავტორი: ბერდია კალანდია