ბოდბისხევში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

ბოდბისხევში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა წუხელ ღამით მოხდა.

ახლობლების ინფორმაციით, 36 წლის ბექა ჭაბაშვილი დაბადების დღის სუფრიდან მეზობელთან ერთად უკან ბრუნდებოდა. მათივე ცნობით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფები ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

ჭაბაშვილი წნორის “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მას დაზიანებები თავის არეში ბლაგვი იარაღით, სავარაუდოდ ქვით ჰქონდა მიყენებული.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპის ლონდონური ვიზიტის პირველი დღე ფოტოებში
შემდეგი სტატიააშშ მოკავშირეებს მოუწოდებს 5G ქსელის შექმნის პროცესში Huawei-სთან არ ითანამშრომლონ