15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

ბოდბელი მთავარეპისკოპოსი: ძლიერი გუნდი დაგვტოვა პატრიარქმა და ყველაფერს გავაკეთებთ ისე, რომ ეკლესია კარგად იმართოს

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა საკვირაო ქადაგების დროს ახალი პატრიარქის არჩევასა და ამ კუთხით გავრცელებულ ინფორმაციებზე ისაუბრა.

“ძალიან ძლიერი გუნდი დაგვტოვა პატრიარქმა და ყველაფერს გავაკეთებთ ისე, რომ ეკლესიაც კარგად იმართოს და… ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ! მაგის გარანტები ჩვენ ვართ. პატრიარქსაც ავირჩევთ, ჩვენით ავირჩევთ, გარედან დანიშნული არ გვეყოლება და, რა თქმა უნდა, ღმერთთან იქნება პირველი რიგში პასუხისმგებელი და ჩვენთან. დანარჩენი ილუზიები ყველამ დაივიწყოს. ნუ ნერვიულობთ, ჩვენ ჩვენსას გავაკეთებთ. ისე არ ვართ დაძაბუნებული, რომ გარედან გვჭირდებოდეს ეს გააკეთეთ ის გააკეთეთ. აქეთ გიკარნახებთ, რა გააკეთოთ და რა – არა, ყველას, ვინც ჩარევას დააპირებთ” ,- თქვა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა საკვირაო ქადაგების დროს.

banner
წინა სტატიაშიისრაელის თავდაცვის ძალები: ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის დაწყებამდე 24 საათის განმავლობაში, „ჰეზბოლას“ 150-ზე მეტ წევრი გავანადგურეთ
შემდეგი სტატიაზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება