ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში 24 კოვიდინფიცირებული პაციენტიდან ერთი ახალი შემთხვევა ე.წ. ბოლნისის კლასტერიდანაა

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, კლინიკაში ამ დროისთვის 54 პაციენტი იმყოფება, საიდანაც 24 მათგანია კოვიდინფიცირებული.

​როგორც მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, კლინიკაში ერთი ახალი პაციენტია, რომელიც ე.წ. ბოლნისის კლასტერიდანაა.

„ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში, ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 54 პაციენტი. აქედან ერთი პაციენტი დაგვემატა კოვიდ დიაგნოზით, ერთი კი გაეწერა. შედეგად კვლავ 24 პაციენტი გვყავს დადასტურებული კოვიდ დიაგნოზით. ამ 24 პაციენტიდან კიდევ ერთი პაციენტის გამოჯანმრთელება დადასტურდა და ის გაეწერება. ახალი პაციენტი არის ქვეყნის შიდა გადაცემის. არის შუახნის ქალი და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის არის ბოლნისის კლასტერი“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

მაკა სოლოღაშვილის თქმით, არასრულწლოვნების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„18 წლამდე ასაკის ექვსი პაციენტი გვყავს, რადგან ერთი არასრულწლოვანი გამოჯანმრთელდა. საბედნიეროდ არასრულწლოვნები თავს ყოველთვის კარგად გრძნობებ. სასულიერო პირის მდგომარეობა არის ზომიერად დამაკმაყოფილებელი, სტაბილური, თუმცა კლავ საყურადღებოებში უნდა მოვისაზროთ. ოთხი პაციენტი საყურადღებო რჩება. კვლევაში ჩასართავად 14 პაციენტი ემზადება“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაია : ბოლო სამი დღის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი
შემდეგი სტატიაზუგდიდში თვითიზოლაცია – 45 პირს მოეხსნა, ზედამხედველობაშია – 315