ბოჭორიშვილის კლინიკაში კიდევ ოთხი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან

news
ავტ.: news მაისი 29, 2020 10:58

ბოჭორიშვილის კლინიკაში კიდევ ოთხი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 28 პაციენტი მკურნალობს, კლინიკა კიდევ ოთხმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა.

კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის, მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალოა და გამოჯანმრთელებაზე კიდევ ოთხი პაციენტის საკონტროლო ტესტის პასუხს ელოდებიან.

„აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკას გუშინ გვყავდა 32 დადასტურებული შემთხვევა და გამოჯანმრთელდა ოთხი პაციენტი, შესაბამისად, 28 პაციენტია დარჩენილი. აქედან 10 არის ბავშვი, დანარჩენი – მოზრდილები. პაციენტების მდგომარეობა მსუბუქია, უმრავლესობა ელოდება გამოჯანმრთელებას. ამ დროისთვის ახალი პაციენტი კვლევაში არ ჩართულა. ოთხი პაციენტზე ველოდებით განმეორებით ანალიზის პასუხს და გამოჯანმრთელებულად ჩაითვლებიან. არც ერთი პაციენტი მძიმედ არ მიიჩნევა, ყველას მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

news
ავტ.: news მაისი 29, 2020 10:58

Google სტატისტიკა


7,467
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics