ბოჭორიშვილის ინფექციონისტი: კლინიკა სავსეა პაციენტებით

ბოჭორიშვილის კლინიკის მოზრდილთა ინფექციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლია გოლიაძე, ამბობს, რომ

“კლინიკა სავსეა პაციენტებით. ისეთ ადამიანებს, რომლებსაც სჭირდებათ სხვა კლინიკებიდან ან სახლიდან რეანიმაციაში გადმოყვანა, პრაქტიკულად, ვერ ვიღებთ. ამ წუთას ჩვენს კლინიკაში არც ერთი პაციენტი არ წევს ისეთი, რომელსაც არ ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა. კლინიკის 80% გადასულია კოვიდპაციენტების მომსახურებაზე – მათი რაოდენობა ძალიან დიდი და მათგან უმეტესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია. პრაქტიკულად, ყველა პაციენტი, ვინც ჩვენთან ხვდება, ჟანგბადის მომხმარებელია. მსუბუქ პაციენტებს ჩვენ ვერ ვიღებთ. ზოგადად, მსოფლიო მონაცემებით, სტაციონირებას საჭიროებს დაავადებულების მხოლოდ 20%. უნდა მივცეთ ამ 20%-ს საშუალება, რომ მკურნალობა კლინიკაში გააგრძელონ”, – ამბობს გოლიაძე.

banner
წინა სტატიაში“ოპოზიცია და მისი მომხრეები ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე ქუჩაში აურზაურს აწყობდნენ”
შემდეგი სტატიაუცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 25 ნოემბრისთვის – დოლარი – 3.3193 ლარი, ევრო – 3.9447 ლარი, ფუნტი – 4.4329 ლარი