14.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

ბოჭორიშვილი: საქართველოს აქვს თანმიმდევრული პოზიცია, რაც ეხება უკრაინის მხარდაჭერას

უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

“გვქონდა საუბარი ჩემს უკრაინელ კოლეგასთან, ასევე პრეზიდენტთან. ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე და იმ გამოწვევებზეც, რაც ჩვენს შორის არის და თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ განვავითაროთ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა.

საქართველოს მთელი ამ ხნის განმავლობაში აქვს თანმიმდევრული და მტკიცე პოზიცია, რომელიც ეხება უკრაინასთან დამოკიდებულებას, ასევე უკრაინის მხარდაჭერას და ასევე, მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ვიხილოთ უკრაინული მხარის მხრიდან იგივე დამოკიდებულება”,_ თქვა  მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან.
banner
წინა სტატიაშიხოშტარია: ამ ოროსნის ჩასვლას სომხეთში, “ოცნებისთვის” 0 შედეგი ექნება
შემდეგი სტატიაბიზნესის საქმიანობაში უხეშ ჩარევას არ ვაპირებთ – კობახიძე ფასებზე