მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ადასტურებს, რომ მაისში საქართველოში აშშ-ის სახდეპის წარმომადგენლები ჩამოვლენ. ამის შესახებ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.
“ჩვენც არაერთხელ აღგვინიშნავს და აღნიშნა ასევე სახელმწიფო მდივანმაც ჩვენთან საუბარში, რომ ის მემკვიდრეობა, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციას დახვდა საქართველოსთან ურთიერთობაში, არ არის მარტივი და არ იყო მარტივი ამ ნაბიჯების გადადგმა, რომ თუნდაც აქამდე მივსულიყავით, რომ ერთმანეთთან დაგვეწყო საუბარი და მოხარული ვართ, რომ ეს შედგა და შესაძლებელი გახდა, რომ ერთგვარად დავბრუნდეთ მაგიდასთან და გავაგრძელოთ საუბარი საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში. ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენელთან დაიგეგმება შეხვედრები”- თქვა მან.
დღეს TV პირველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაისის დასაწყისში საქართველოში აშშ-ის სახდეპის მდივნის თანაშემწის მოადგილე, სონატა კოლტერი ჩამოვა და შეხვდება როგორც ოცნების წევრებს, ისე ოპოზიციას. მანამდე, კობახიძემ აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას თქვა: “მაისის ბოლომდე კონკრეტულ შედეგებს იხილავთ კონკრეტული მიმართულებებით”














