9.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

ბოჭორიშვილი – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში ტრაგიკული სარკინიგზო შემთხვევის გამო, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ესპანეთში მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში, კორდობის პროვინციის ადამუსის მუნიციპალიტეტში მომხდარი ტრაგიკული სარკინიგზო შემთხვევის გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაზარალებულებსა და დაღუპულთა ოჯახებს. ამ მძიმე დროს საქართველო სოლიდარობას უცხადებს ესპანელ ხალხს“, – წერს სოციალურ პლატფორმა X-ზე მაკა ბოჭორიშვილი.

ესპანეთში ჩქაროსნული მატარებლების შეჯახების შედეგად, ბოლო მონაცემებით, 39 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა, სულ მცირე, 170 ადამიანი დაშავდა.
სარკინოგზო ავარია სამხრეთ ესპანეთში, ქალაქ კორდობასთან ახლოს მოხდა – მალაგადან მადრიდის მიმართულებით მიმავალი ჩქაროსნული მატარებელი, რომელშიც დაახლოებით 300 მგზავრი იმყოფებოდა, ლიანდაგიდან გადავიდა და საპირისპიროდ, მადრიდიდან უელვის მიმართულებით მიმავალ ჩქაროსნულ მატარებელს შეეჯახა.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე – ,,ვუსამძიმრებ ესპანეთში ტრაგიკული სარკინიგზო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ჩვენი ფიქრები დაშავებულებთან და ესპანელ ხალხთანაა”
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – სამუშაოები მთელი თბილისის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში გრძელდება