ბოჭორიშვილი – გამოხატვის თავისუფლება ყველა მოქალაქეს აქვს, მაგრამ მოწოდებები, რაც გუშინ გამართულ აქციაზე ისმოდა, „დეპოლარიზაციას ხელს ვერ შეუწყობს“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, გამოხატვის თავისუფლება ყველა მოქალაქეს აქვს, მაგრამ მოწოდებები, რაც გუშინ გამართულ აქციაზე ისმოდა, “დეპოლარიზაციას ხელს ვერ შეუწყობს”.

როგორც ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, თითოეული მოქალაქის აზრის მოსმენა მნიშვნელოვანია, მაგრამ ახლა ყველაზე საყურადღებო დეპოლარიზაციის შესახებ ევროკომისიის მოწოდებაა.

“მნიშვნელოვანია ჩვენი თითოეული მოქალაქის აზრის მოსმენა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა. მაგრამ ალბათ ყველაზე საყურადღებო დღეს არის ის გზავნილი, რაც ევროკომიისგან მივიღეთ. პირველი გზავნილი შეეხება დეპოლარიზაციას, საქართველოში პოლიტიკური სივრცის დაწყნარებას, რასაც ნამდვილად ვერ შეუწყობს ხელს ისეთი მოწოდებები, როგორიცაა ხელისუფლების დამხობა და შეცვლა. განცხადებები, რაც აქციის პარალელურად თუ მანამდე მოვისმინეთ პოლიტიკოსების მხრიდან, დეპოლარიზაციას ხელს არ შეუწყობს”,- განაცხადა მაკა ბოჭოროშვილმა.

კითხვაზე, არის თუ არა შანსი, რომ 24 ივნისს ევროპარლამენტის გადაწყვეტილება იყოს ევროკომისიის დასკვნისგან განსხვავებული, ბოჭორიშვილი ამბობს, რომ “შანსი ყველაფრის არსებობს”.

“ამ საკითხზე უნდა იმსჯელოს ევროკავშირის წევრმა 27-ვე სახელმწიფომ და ისინი გადაწყვეტილებას საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებენ”,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: მკაფიოდ დავაფიქსირეთ, რომ ჩვენ, ქართველები ვერ დავუწესებთ ე. წ. ეროვნულ ეკონომიკურ სანქციებს რუსეთს
შემდეგი სტატიაკოლასი – არსებობს ძალიან მკაფიო გზამკვლევი რეფორმებისთვის, თუ როგორ უნდა წახვიდეთ წინ, ეს ძალიან ოპტიმისტური და პოზიტიური შედეგია