ბოჭორიშვილი – ევროკავშირი და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა კიდევ ერთხელ მყარად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

როდესაც მსგავს ფორმატებში ხდება რაიმე საკითხის განხილვა, ჩვენი პრიორიტეტი არის ის, რომ საქართველოს საკითხი, საქართველოს ძალისხმევა იყოს სათანადოდ ასახული რეზოლუციების ტექსტში. ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ კიდევ ერთხელ გაჩენილიყო გზავნილი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში და ეს გავაკეთეთ პოლიტიკური კომიტეტის რეზოლუციის ფარგლებში, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

„ევროკავშირი და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა კიდევ ერთხელ მყარად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს ის ვალდებულებები, რაც მან 2008 წელს აიღო და არა მხოლოდ, გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. ეს იყო ჩვენ მიერ შეთავაზებული ცვლილება, რომელიც გაითვალისწინეს კომიტეტის წევრებმა და შესაბამისად უკვე ასახული იყო რეზოლუციის შესაბამის ტექსტში. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ეკონომიკური კომიტეტის რეზოლუციაში იყო შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ გაგვესვა ხაზი ჩვენი ეკონომიკური კავშირების როლისთვის, ჩვენი როლისთვის ევროკავშირთან ურთიერთობებში, რეგიონში და რა თქმა უნდა, ესეც სათანადოდ იყო გამოყენებული ამ რეზოლუციაში. სოციალური კომიტეტის რეზოლუცია, რომელშიც ასახულია და მოწონებული საქართველოს ძალისხმევა, რომელიც ჩვენ გავწიეთ უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად, განსაკუთრებით ბავშვების დასახმარებლად. მე ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანია იმ არასამართლიანი ბრალდებების ფონზე, რომელიც ხშირად გვესმის საქართველოსთან მიმართებაში. საქართველოს ნამდვილად არაფერი აქვს სასაყვედურო და აუცილებლად უნდა ისმოდეს საერთაშორისო ფორუმებზე, თუ რა გააკეთა საქართველომ უკრაინასთან მიმართებაში. მოხარული ვარ, რომ კომიტეტის წევრების მხრიდან ასევე იქნა ეს ცვლილება გათვალისწინებული და ასახული რეზოლუციის პროექტში და აქვე ნიშანდობლივია, რომ ოპოზიციის წარმომადგენელმა საქართველოს დელეგაციიდან ამ ცვლილებას მხარი არ დაუჭირა“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე ქართველ მესაზღვრეებს პროფესიულ დღეს ულოცავს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის ადმინისტრაცია – სალომე ზურაბიშვილი მიესალმება და ეთანხმება პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებას ილია თოფურიას ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ