საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა დუბროვნიკის ფორუმში მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ეს პლატფორმა საერთაშორისო ურთიერთობებისა და საგარეო პოლიტიკის აქტუალური საკითხების განსახილველად გადამწყვეტია.
ორუმის წლევანდელი მთავარი თემა მულტივექტორული დიპლომატიაა. ბოჭორიშვილის თქმით, ეს არის შესაძლებლობა, განიხილონ საქართველოს როლი დაკავშირებადობისა (connectivity) და პარტნიორობების განვითარების კონტექსტში.
„მნიშვნელოვანია, ეუთო-ს ყველა წევრ სახელმწიფოსთან კონსულტაციები და მუშაობა, რომ საქართველოს ჰქონდეს საჭირო მხარდაჭერა. ასევე ვაგრძელებთ კონსულტაციებს საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რათა ეს პლატფორმა გამოვიყენოთ ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე სამსჯელოდ“,_ აცხადებს ბოჭორიშვილი.
საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, რომ დუბროვნიკის ფორუმი არის ეფექტური შესაძლებლობა, საქართველომ გააძლიეროს საერთაშორისო პოზიციები და გააღრმავოს თანამშრომლობა როგორც ორგანიზაციებთან, ისე ცალკეულ სახელმწიფოებთან.
















