ბობოყვათში ყოფილი სკოლის შენობიდან სოციალურად დაუცველები გამოასახლეს

ხმაური იყო ქობულეთში. ბობოყვათში ყოფილი სკოლის შენობიდან სამართალდამცველებმა თვითნებურად შეჭრილები გამოასახლეს.

8 სოციალურად დაუცველმა ოჯახმა შენობა გუშინ დაიკავა. ისინი ამბობენ, რომ ალტერნატიული საცხოვრებელი არ გააჩნიათ. მათი ნაწილი ეკომიგრანტია, რომლებიც წალკაში ცხოვრობდნენ, თუმცა საცხოვრებლები, მათივე განცხადებით, დაპირების მიუხედავად, სახელმწიფომ არ შეუსყიდა, ამიტომ ბერძენმა მეპატრონეებმა სახლების გათავისუფლება მოითხოვეს, რის შემდეგაც უსახლკაროდ დარჩენილებმა ყოფილი სკოლის შენობა დაიკავეს. ამ დროისთვის თვითნებურად შესახლებულები, ბავშვებთან ერთად, ეზოში იმყოფებიან. ჯერჯერობით მათ არცერთი სახელმწიფო უწყება არ გამოხმაურებია.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა სავჩენკოს უკრაინისთვის გადაცემის სანაცვლოდ პირობა დაასახელა
შემდეგი სტატიასვეტიცხოვლის ტაძრიდან „სვიმონ კანანელის გზაზე“ მსვლელობა მოეწყო