ბობოყვათში აქციაა- ადგილობრივებმა რკინიგზა გადაკეტეს

ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ქობულეთში. ადგილობრივები ბობოყვათში მიწების აუქციონის წესით გასხვისებას აპროტესტებენ.

რამდენიმე წუთის წინ აქციის მონაწილეებმა რკინიგზის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. ისინი ამ ფორმით ცდილობენ ხელისუფლებას ხმა მიაწვდინონ და საკუთარი პროტესტი გააგებინონ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ არ გახსნიან სარკინიგზო გზას იქამდე, ვიდრე ადგილობრივი ხელისუფლება მათი პრობლემებით არ დაინტერესდება.

banner
წინა სტატიაშირესურსცენტრი რაჭის ექსკურსიაზე პასუხისმგებლობას მშობლებს აკისრებს
შემდეგი სტატია“ვმსჯელობთ მნიშვნელოვან საკითხებზე – წყალი, გზა, ინფრასტრუქტურა, სერვისები და სხვა”