ბობოყვათის სკოლის ყოფილ შენობაში უკანონოდ შეჭრილები პოლიციამ გამოასახლა

gamosaxleba8 ოჯახი, რომელიც რამდენიმე კვირა უკანონოდ იყო შეჭრილი სახელმწიფო ბალანზე არსებულ შენობაში, გამოასახლეს. 31 ადამიანი, მათ შროის 15 ბავშვი და 3 ფეხმძძიმე ყოფილი სკოლის ეზოში იმყოფებიან და ამბობენ რომ წასასვლელი არ აქვთ.
ადგილობრივები ამტკიცებენ, რომ პოლიციამ ისინი ძალის გამოყენებით გამოასახლა.
სამართალდამცავებმა შენობას ბოქლომი დაადეს და ადგილზე პატრულირებენ.
შსს-ს ინფორმაციით, ამ ოჯახების წინააღმდეგ დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მიხედვით, რაც მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ, ბინაში, ან სხვა მფლობელობაში უკანონოდ შესვლას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, 2 წლით გამასწორებელ სამუშაოს ან იმავე ვადით თავისუფლების აღკვეთას.
ბობოყვათის ყოფილი სკოლის შენობაში რამდენიმე კვირის წინ 4 ოჯახი შეიჭრა, გუშინ შეჭრილებს კიდევ ოთხი ოჯახი დაემატა. მათი მტკიცებით, ისინი სოციალურად დაუცველები არიან. შენობაში შესახლებულები ხულოდან, წალკიდან, შუახევსა და განახლებიდან არიან.

banner
წინა სტატიაშირუსეთი ნადია სავჩენკოს ექსტრადირებისთვის კიევს ულტიმატუმს უყენებს
შემდეგი სტატიაექსპერტი თუ ანალიტიკოსი