ბობოხიძე – „ქართული ოცნება“ არ არის ის ძალა, რომელსაც გონიერების საფუძველზე შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება

მოლაპარაკების პერსპექტივას მხოლოდ იმ შემთხვევაში ვხედავ, როცა „ქართულ ოცნებას“ ვაიძულებთ, დათანხმდნენ შეთანხმებას, – განაცხადა თემის კომენტირებისას „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, აკაკი ბობოხიძემ.

„მოლაპარაკების პერსპექტივას ვხედავ მხოლოდ იმ შემთვევაში, როცა „ქართულ ოცნებას“ გავხდით იძულებულს, პარტნიორებთან ერთად, რომ დათანხმდნენ შეთანხმებას.

წინააღმდეგ შემთვევაში, იძულების მექანიზმები თუ არ იქნება გამოყენებული, „ქართული ოცნება“ არ არის ის ძალა, რომელსაც გონიერების საფუძველზე შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება. მათ უნდა იგრძნონ საჭიროება იმ გადაწყვეტილებებისა, რომელიც ქვეყანას სჭირდება“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

banner
წინა სტატიაშიბათუმის ბულვარის დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიამეუფე სტეფანე წაჩხურუს მამათა მონასტერში წირვას ატარებს