ბობოხიძე: ნებისმიერ შემთხვევაში, ხელისუფლება არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ კანონის საწინააღმდეგო რაიმე ტიპის მოქმედება, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს, იქნას აღკვეთილი

„ზუსტად ისეთივე წარმატებით შემიძლია ბატონ კობახიძეს დავაბრალო, რომ ისინი აპირებენ ელენე ხოშტარიას მოწამვლას, ოღონდ წინასწარ, პრევენციის მიზნით ამას აბრალებენ სხვას.“ – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი, აკაკი ბობოხიძე ირაკლი კობახიძის განცხადებას.

„მსგავსი ტიპის განცხადებები არის სახიფათო. „ქართული ოცნებისგან“ ეს, რა თქმა უნდა“ მოულოდნელი არ არის, მაგრამ ზუსტად ისეთივე წარმატებით შემიძლია ბატონ კობახიძეს დავაბრალო, რომ ისინი აპირებენ ელენე ხოშტარიას მოწამვლას, ოღონდ წინასწარ, პრევენციის მიზნით ამას აბრალებენ სხვას. ასე რომ, ბატონ ირაკლის მინდა მივმართო, რომ ერთნაირი წარმატებით შეიძლება იქნეს ორივე ვერსია განხილული და აქედან გამომდინარე სწორედ მსგავსი ტიპის განცხადებები ხიფათის შემცველი. ეგეთ განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ და ნებისმიერ შემთხვევაში ხელისუფლება არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ კანონის საწინააღმდეგო რაიმე ტიპის მოქმედება, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს, ხდება თუ არ ხდება ქვეყანაში. ვერ აიცილებენ ამ პასუხისმგებლობა. ვერ აიცილებენ იმ ზიანს, რასაც თავიანთი არასწორი პოლიტიკური მოქმედებებით ქვეყანას აყენებენ, სულ რომ არაფერი ვთქვათ კონკრეტულ ადამიანებზე.“ – განაცხადა ბობოხიძემ

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ერთ-ერთ ოპოზიციურ შეხვედრაზე ელენე ხოშტარიას მოწამვლის საკითხი განიხილებოდა.

banner
წინა სტატიაშიფოტიგა – ჩვენ შეშფოთებული ვართ სააკაშვილის შიმშილობით, შეშფოთებულები არიან მისი ევროპელი მეგობრებიც
შემდეგი სტატიაბაქრაძე: ერთადერთი, რაც დღეს ხელისუფლებიდან მოდის, არის ადამიანების მუდმივი დაშინება არეულობით