ბობოხიძე: მიმტაცებელ პარტიასაც მოუწევთ შეგუება იმასთან, რომ ქართული ოპოზიცია პარლამენტში არ შევა

კარლ ჰარცელსაც, ჩვენს პარტნიორებსაც და ხელისუფლების მიმტაცებელ პარტიასაც მოუწევთ შეგუება იმასთან, რომ ქართული ოპოზიცია პარლამენტში არ შევა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, კარლ ჰარცელის განცხადება ადასტურებს, რომ ოპოზიცია დგას სწორ გზაზე.

„ჰარცელიც უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, სანამ მას აქვს შანსი, რომ ახალი არჩევნების გარდა, ილაპარაკოს ან მოლაპარაკებები აწარმოოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პარლამენტში შესვლა-არ შესვლაზე. როგორც კი ეს საკითხები მოიხსნება დღის წესრიგიდან, ჰარცელიც იძულებული იქნება, ახალი რეალობიდან გამოსავალზე დაიწყოს ფიქრი. რა თქმა უნდა, ამის გამო ის გარკვეულ დისკომფორტს გრძნობს, მაგრამ მასაც, ჩვენს პარტნიორებსაც და ხელისუფლების მიმტაცებელ პარტიასაც მოუწევთ შეგუება იმასთან, რომ ქართული ოპოზიცია პარლამენტში არ შევა“, – აღნიშნა აკაკი ბობოხიძემ.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთის ელჩმა “ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის კორპუსი დაათვალიერა
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე: „თავმოყვარეობა მაქვს, ეს კი ნიშნავს, რომ არავის მონა არ უნდა იყო