ბობოხიძე: დავუშვათ, გაირკვა, რომ არ არის საქართველოში, ამით რა, ვნებდებით და ვმარცხდებით?

„ევროპული საქართველოს“ წევრის, აკაკი ბობოხიძის განცხადებით, ქვეყნის ბედ-იღბალი არის მოქალაქეების ხელში და არჩევნები ვინმეს ჩამოსვლა, არ ჩამოსვლაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.

„კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ, სამწუხაროდ, სახელმწიფო არ გვაქვს. რაც ყველაზე მთავარია, ჩემი პოზიცია არის უცვლელი. მე ბოლო რამდენიმე დღეა, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ისმოდა დადასტურებულად და დარწმუნებით, რომ ის ჩამოვიდოდა, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდებდი და ახლაც მინდა, მოვუწოდო, ჩვენი ქვეყნის ბედ-იღბალი არის ჩვენს ხელში. ისე, როგორც გუშინ, გუშინწინ ვამბობდი, არ მინდა, არავის როლის დასაკნინებლად ვთქვა, უბრალოდ, დამოკიდებულება, რომ ვინმეს ჩამოსვლა ან არჩამოსვლაზე იქნება დამოკიდებული არჩევნები, ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობა გადავაკისროთ სხვას. თუ ის საქართველოშია, ან არ არის საქართველოში, არ მინდა, ამაზე იყოს დამოკიდებული ხვალინდელი არჩევნების ბედ-იღბალი. ვთქვათ, თეორიულად დავუშვათ, გაირკვა, რომ არ არის საქართველოში, ამით რა, ვნებდებით და ვმარცხდებით? ამიტომ, მინდა, თითოეულმა ქართველმა გააცნობიეროს, ხვალინდელი დღის შედეგი დამოკიდებულია თითოეულ ჩვენგანზე. ჩვენ ხვალ უნდა მივიდეთ და ყველამ იმ პასუხისმგებლობით, რაც გვაკისრია ჩვენი ქვეყნის წინაშე, მივცეთ ხმა“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით თანამედროვე სტანდარტების იტალიური პურის საწარმო- „რომივერია“ გაიხსნა
შემდეგი სტატიაშსს-ს ბრიფინგი: მიხეილ სააკაშვილის არ გადამოუკვეთავს სახელმწიფო საზღვარი და არ დაუტოვებია უკრაინა